გაკვეთილის გეგმა



მასწავლებელი: რუსუდან  მიროტაძე
საგანი: ინგლისური ენა
კლასი : 9
თემა: You should calm down! Teen problem page.
დრო : 45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი: მოსწავლეთა რაოდენობა - 28, მათგან 16 გოგონა და 12 ბიჭი. კლასი არის მულტიკულტურული, სადაც სწავლობს 15 ქართველი და 14 აზერბაიჯანელი მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს შორის არსებული ლოგიკური კავშირები და დააკავშიროს ეს ინფორმაცია საკუთარ გამოცდილებასთან.
მოსალოდნელი შედეგები:
- მოსწავლე ლოგიკურად აკავშირებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს ერთმანეთთან
-მოსწავლე აკავშირებს ტექსტში მოცამულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.ს.V  მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა ინფორმაციული და შემეცნებითი ტექსტი.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
should/ought to/shouldn’t/had better მოდალური ზმნებისა და მოდალური ფრაზების გამოყენება რჩევის მიცემისას. თემასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების ცოდნა     5 წთ

შეფასება/თვითშეფასება:
განმავითარებელი - ცერები, შუქნიშანი
განმსაზღვრელი - პრეზენტაცია
სასწავლო მასალა და რესურსები:
დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,კალამი,ფანქარი,CD, CDფლეიერი,ფერადი ბარათები.
აქტივობა №1  მიმართულება-კითხვა 
აქტივობის მიზანი:ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს  შორის არსებული ლოგიკური კავშირების ამოცნობა-დაკავშირება.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს თინეიჯერების პრობლემების შესახებ, ასევე კითხულობენ რჩევებს ამ პრობლემების გადასაწვეტად  და ლოგიკურად აკავშირებენ მათ ერთმანეთთან.
 მოსწავლეები  მუშაობენ წყვილებში.  
 შეფასების ინსტრუმენტი - ცერები      10 წთ.

 აქტივობა №2  მიმართულება-მოსმენა
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენის საშუალებით გაასწორონ შესრულებული დავალება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უსმენენ ლოგიკურად დალაგებულ პრობლემებსა და რჩევებს და ამოწმებენ  შესრულებული დავალების სისწორეს.
შეფასების ინსტრუმენტი-შუქნიშანი            5 წთ.

აქტივობა3
აქტივობის მიზანი: შესასწავლი საკითხის გაგება- გააზრების შეფასება შეკითხვების გამოყენებით.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს განხილულ ტექსტზე დაყრდნობით.
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად
შეფასების ინსტრუმენტი- ცერები                 5 წთ.

აქტივობა4   მიმართულება:წერა,ლაპარაკი
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები წერილობით აღწერენ საკუთარ პრობლემას და თხოვენ რჩევას მეგობარს. შემდეგ ცვლიან ბარათებს და ერთმანეთს აძლევენ საჭირო რჩევას.
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად და შემდეგ წყვილებში
პრეზენტაცია
 შეფასება  - განმსაზღვრელი (შეფასების რუბრიკები თან ერთვის)    17 წთ

საშინაო დავალება: სამუშაო რვეული     გვ.30  სავ.1,2,3                           3 წთ.






                                                 პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები                                                                  

კრიტერიუმები


4


3

2

1

0


1.თემასთან შესაბამისობა
 საკითხი ზუსტად და ამომწურავად პასუხობს დავალებას. აზრი თანმიმდევრულად არის გადმოცემული.
 დავალებმოთხოვნას პასუხობს ნაწილობრივ. უმეტესად აზრი თანამიმდევრულად არის გადმოცემული
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; აზრის გაგება ზოგჯერ ჭირს.
დავალება მოთხოვნას პასუხობს მცირედ. აზრის გაგება უმეტესად ჭირს.
დავალება მოთხოვნას არ პასუხობს.

2.ლექსიკური მარაგი
იყენებს შესაბამის ლექსიკურ ერთეულებს. ტერმინოლოგია მდიდარია.
უმეტესად იყენებს შესაბამის ლექსიკურ ერთეულებსა და ტერმინოლოგიას,
ზოგჯერ ლექსიკა შეუსაბამოა. ლექსიკა მწირია.
ტერმინოლოგია უმეტესად შეუსაბამოა.
აზრის გაგება შეუძლებელია

3.გრამატიკული სტრუქტურების სწორად გამოყენება
სწორად იყენებს გრამატიკულ სტრუქტურებს.
უმეტესად იყენებს შესაბამის გრამატიკულ სტრუქტურებს.
ზოგჯერ გრამატიკული სტრუქტურები შეუსაბამოა
გრამატიკული სტრუქტურები უმეტესად არასწორად არის გამოყენებული
არ იყენებს სწორად გრამატიკულ სტრუქტურებს

4.დროის მენეჯმენტი
სწორად ანაწილებს დროს..იცავს დროის ლიმიტს
უმეტესად სწორად ანაწილებს დროს. იცავს დროის ლიმიტს.
ზოგჯერ უჭირს დროის სწორად განაწილება.
არასათანადოდ იყენებს დროს. უმეტესად არ იცავს დროის ლიმიტს.
ვერ ანაწილებს დროს.არ იცავს დროის ლიმიტს.
5.კონტაქტი აუდიტორიასთან
იყენებს შესაბამის მიმიკასა და ჟესტიკულაციას, ამყარებს ვიზუალურ კონტაქტს აუდიტორიასთან.
უმეტესად ახერხებს დაამყაროს კონტაქტი აუდიტორიასთან, ჟესტიკულაცია შესაბამისია.
კონტაქტი აუდიტორიასთან ზოგჯერ არასაკმარისია.
უმეტესად ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
არ აქვს ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან.





                                             

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


Lesson plan (Trainer Sophia Khvedelidze)

No comments:

Post a Comment