მასწავლებელი:
  რუსუდან  მიროტაძე 
 | 
 |
საგანი:
  ინგლისური ენა 
 | 
  
კლასი : 9 გ 
 | 
 
თემა: You
  should calm down! Teen problem page. 
 | 
  
დრო : 45 წუთი 
 | 
 
მოსწავლეთა პროფილი: მოსწავლეთა რაოდენობა - 28, მათგან 16 გოგონა და
  12 ბიჭი. კლასი არის მულტიკულტურული, სადაც სწავლობს 15 ქართველი და 14 აზერბაიჯანელი
  მოსწავლე 
 | 
 |
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში
  მოცემულ ინფორმაციებს შორის არსებული ლოგიკური კავშირები და დააკავშიროს ეს ინფორმაცია
  საკუთარ გამოცდილებასთან. 
 | 
 |
მოსალოდნელი შედეგები: 
- მოსწავლე ლოგიკურად
  აკავშირებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს ერთმანეთთან 
-მოსწავლე აკავშირებს
  ტექსტში მოცამულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან. 
 | 
 |
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  
უცხ.ს.V
   მოსწავლეს
  შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა ინფორმაციული და შემეცნებითი ტექსტი. 
 | 
 |
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:  
should/ought to/shouldn’t/had better მოდალური
  ზმნებისა და მოდალური ფრაზების გამოყენება რჩევის მიცემისას. თემასთან
  დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების ცოდნა    
  5 წთ 
 | 
 |
შეფასება/თვითშეფასება: 
განმავითარებელი
  - ცერები, შუქნიშანი 
განმსაზღვრელი - პრეზენტაცია 
 | 
 |
სასწავლო მასალა და რესურსები: 
დაფა,ცარცი,სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,კალამი,ფანქარი,CD, CDფლეიერი,ფერადი ბარათები. 
 | 
 |
აქტივობა №1 
  მიმართულება-კითხვა   
აქტივობის მიზანი:ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ
  ინფორმაციებს  შორის არსებული ლოგიკური
  კავშირების ამოცნობა-დაკავშირება. 
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს თინეიჯერების
  პრობლემების შესახებ, ასევე კითხულობენ რჩევებს ამ პრობლემების
  გადასაწვეტად  და ლოგიკურად აკავშირებენ
  მათ ერთმანეთთან. 
 მოსწავლეები  მუშაობენ წყვილებში.   
შეფასების ინსტრუმენტი - ცერები 10 წთ. 
 აქტივობა №2  მიმართულება-მოსმენა 
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენის
  საშუალებით გაასწორონ შესრულებული დავალება 
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უსმენენ ლოგიკურად
  დალაგებულ პრობლემებსა და რჩევებს და ამოწმებენ 
  შესრულებული დავალების სისწორეს. 
შეფასების ინსტრუმენტი-შუქნიშანი            5 წთ. 
აქტივობა №3  
აქტივობის მიზანი: შესასწავლი საკითხის გაგება-
  გააზრების შეფასება შეკითხვების გამოყენებით. 
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს განხილულ
  ტექსტზე დაყრდნობით. 
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად 
შეფასების ინსტრუმენტი- ცერები                 5 წთ. 
აქტივობა №4   მიმართულება:წერა,ლაპარაკი 
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის
  საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით. 
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები წერილობით აღწერენ
  საკუთარ პრობლემას და თხოვენ რჩევას მეგობარს. შემდეგ ცვლიან ბარათებს და
  ერთმანეთს აძლევენ საჭირო რჩევას. 
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად და შემდეგ წყვილებში 
პრეზენტაცია 
 შეფასება 
  - განმსაზღვრელი (შეფასების რუბრიკები თან
  ერთვის)    17 წთ 
საშინაო დავალება: სამუშაო
  რვეული     გვ.30  სავ.1,2,3                           3 წთ. 
 | 
 |
კრიტერიუმები 
 | 
  
4 
 | 
  
3 
 | 
  
2 
 | 
  
1 
 | 
  
0 
 | 
 
1.თემასთან
  შესაბამისობა 
 | 
  
 საკითხი ზუსტად და ამომწურავად პასუხობს დავალებას. აზრი თანმიმდევრულად არის გადმოცემული. 
 | 
  
 დავალება მოთხოვნას პასუხობს ნაწილობრივ. უმეტესად აზრი თანამიმდევრულად არის გადმოცემული 
 | 
  
საკითხი არასრულად არის გადმოცემული;
  აზრის გაგება ზოგჯერ ჭირს. 
 | 
  
დავალება მოთხოვნას პასუხობს მცირედ. აზრის გაგება
  უმეტესად ჭირს. 
 | 
  
დავალება მოთხოვნას არ პასუხობს. 
 | 
 
2.ლექსიკური
  მარაგი 
 | 
  
იყენებს შესაბამის ლექსიკურ
  ერთეულებს. ტერმინოლოგია მდიდარია. 
 | 
  
უმეტესად იყენებს შესაბამის ლექსიკურ ერთეულებსა და
  ტერმინოლოგიას, 
 | 
  
ზოგჯერ ლექსიკა შეუსაბამოა. ლექსიკა მწირია. 
 | 
  
ტერმინოლოგია უმეტესად შეუსაბამოა. 
 | 
  
აზრის გაგება შეუძლებელია 
 | 
 
3.გრამატიკული
  სტრუქტურების სწორად გამოყენება 
 | 
  
სწორად იყენებს გრამატიკულ სტრუქტურებს. 
 | 
  
უმეტესად იყენებს შესაბამის გრამატიკულ სტრუქტურებს. 
 | 
  
ზოგჯერ გრამატიკული სტრუქტურები შეუსაბამოა 
 | 
  
გრამატიკული სტრუქტურები უმეტესად არასწორად არის
  გამოყენებული 
 | 
  
არ იყენებს სწორად გრამატიკულ სტრუქტურებს 
 | 
 
4.დროის
  მენეჯმენტი 
 | 
  
სწორად ანაწილებს დროს..იცავს დროის ლიმიტს 
 | 
  
უმეტესად სწორად ანაწილებს დროს. იცავს დროის ლიმიტს. 
 | 
  
ზოგჯერ უჭირს დროის სწორად განაწილება. 
 | 
  
არასათანადოდ იყენებს დროს. უმეტესად არ იცავს დროის
  ლიმიტს. 
 | 
  
ვერ ანაწილებს დროს.არ იცავს დროის ლიმიტს. 
 | 
 
5.კონტაქტი
  აუდიტორიასთან 
 | 
  
იყენებს შესაბამის მიმიკასა და ჟესტიკულაციას, ამყარებს
  ვიზუალურ კონტაქტს აუდიტორიასთან. 
 | 
  
უმეტესად ახერხებს დაამყაროს კონტაქტი აუდიტორიასთან,
  ჟესტიკულაცია შესაბამისია. 
 | 
  
კონტაქტი აუდიტორიასთან ზოგჯერ არასაკმარისია. 
 | 
  
უმეტესად ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან. 
 | 
  
არ აქვს ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან. 
 | 
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
Lesson plan (Trainer Sophia Khvedelidze)
No comments:
Post a Comment